როგორ შეიჭრა ორი შეიარაღებული პირი კლინიკაში - თბილისის ზღვის ჰოსპიტალი სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი კადრებს ავრცელებს, თუ როგორ შეიჭრა ორი შეიარაღებული პირი კლინიკაში.

კადრებში ასახულია, როგორ ცდილობს უსაფრთხოების სამსახური წინააღმდეგობა გაუწიოს მძარცვლებს.

შეიარაღაბულმა პირებმა ორჯერ გაისროლეს.

"მაშინ როცა ექიმი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის

როცა ექთანი შვილებისგან შორს მეოცე დღესაც კლინიკაში ათენებს ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომელი კრიტიკულ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას განსაკუთრებული ღირსებით ასრულებს. მადლობა"- ასე აღწერს ჰოსპიტალი გავრცელებულ ვიდეოს.

კომენტარი