აშშ-ში თვითიზოლაციის ვადას ამცირებენ

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის პერიოდი შესაძლოა 7 დღემდეც შეამცირონ. დღეისათვის ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში აშშ-ს მოქალაქეებს 14-დღიანი თვითიზოლაცია ევალებათ.

კომენტარი