სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გვპირდება ახალს და საით "უბერავს" ბერა?

ბერას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაკეთებული ახალი ჩანაწერის მიხედვით, ბერა დეკემბრის პირველ რიცხვებში ახალი სიმღერის და კლიპის პრემიერას გეგმავს, სახელწოდებით "გპირდები." ავტორი სტატუსსაც აქვეყნებს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: "მალე ყველა იამაყებს ჩვენით..."

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 25 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გარკვეული პრობლემების გამო, ეს ღონისძიება გადაიდო, თუმცა, როგორც ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა, "ქართული ოცნების" პრეზენტაცია დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. როგორც ჩანს, ბერას მიერ დაანონსებული ახალი სიმღერაც სწორედ პრეზენტაციის დღეს მოხდება. ფოტოზე ბერასა და კახი კალაძის ერთად დაფიქსირებაც, ამის მაუწყებელია. ფეხბურთელი ამ მოძრაობის ერთი-ერთი სახე იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100