სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ შევარჩენთ, თითოეულ იმ ხმას, რომელმაც ქვეყნის ახალი მომავალი აირჩია - უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ შარშან მოსახლოება და ოპოზიცია ქუჩაში იდა და იბრძოდა, რომ ქვეყანას ნორმალური საარჩევნო სისტემა ჰქონოდა.

"კოლექტიური გავრილოვები მართავენ დღეს ქვეყანას, ამიტომ გავრილოვების ერა ამ ქევაყანაში უნდა დასრულდეს ძალიან ბევრი მძიმე დღე გამოაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ 8 წლის განმავლობაში. ბევრ რაღცას გავუძელით, გავუძელით შეურაცხყოფას, გავუძელით სიღატაკეს და ჩვენი ხლხი ელოდა 31 ოქტომბერს, როდესაც მივიდოდა და შურს იძიებდა ყველა იმ ტკივილზე, რომელიც მას მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას და მისცა ხმა იმ იმედით, რომ ამ ქვეყანაში მოხდებოდა ცვლილება, მაგრამ ამ კაცმა ესეც მოიპარა, ესეც წაიღო და არ შევარჩევთ, თითოეულ ხმას დავიბრუნებთ იმ ხმას, რომელმაც აირჩია ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100