სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ვაკის საოლქო კომისიასთან ზვიად კუპრავასთან ერთად აქციაზე დააკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, გიორგი რურუას სასამართლომ 1000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დამეკისრა 1000 - ლარიანი ჯარიმა, რის გადახდასაც ვაპირებ, თუმცა დიდად არ ვეთანხმები. კი, სამართალდამცველებს რაღაც ფორმის წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ არ მაქვს მე იმხელა შესაძლებლობა, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობა გავუწიო. ეს პროტესტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ოლქზე ოქმების დარღვევა დაფიქსირდა", - განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავასთან ერთად სამი პირი დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100