სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნატახტარი“ 2014 წელს ლიმონათის ექსპორტის მოცულობას ზრდის

კომპანია „ნატახტარის“ პროდუქციის ექსპორტი 20 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორისაა აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, კვიპროსი, ბელგია, გერმანია, ლატვია, ტაჯიკეთი და სხვა. „ნატახტარმა“ პროდუქციის გაყიდვები უზბეკეთსა და ჩეხეთშიც დაიწყო. შესაბამისად, 2013 წელს ექსპორტის მოცულობის გაზრდა არსებული ბაზრების გაფართოებითა და ახალ ბაზრებზე შესვლით აიხსნება. ექსპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიმონათზე.

„ნატახტარის“ წარმოებული ლიმონათის 32 პროცენტი ექსპორტზე გადის. ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში ხორციელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის კომპანიამ სპცეიალური სარეკლამო სტრატეგიაც კი შეიმუშვა. დიდი მოცულობის მხრივ, ასევე გამოირჩევა უკრაინის ბაზარიც.

„კომაპანიაში საექსპორტო გეოგრაფიის გაზრდაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს. წამყვან საექსპორტო ბაზრებს შორისაა აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი. გაყიდვების მაჩვენებლების მხრივ აზერბაიჯანი ლიდერობს, მთლიანი საექსპორტო გაყიდვების 45 პროცენტი ამ ქვეყანაზე მოდის. 2013 წელს განსკუთრებით გააქტიურდა სომხეთიც. აზრბაიჯანში იმპორტირებული გამაგრილებელი სასმელის დაახლოებით 55 პროცენტი ნატახტარის ლიმონათს უჭირავს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 70 პროცენტს აღწევს. ამ ქვეყნებში ჩვენ ლიდერები ვართ. საკმაოდ წარმატებულია „ნატახტარის ლიმონათი“ რუსეთშიც, სადაც მან შესაბამისი შემოწმება წარმატებით გაიარა და პროდუქცია 2011 წლიდან იყიდება“ - განმარტავს ნინო სურმავა, კომპანიის პიარ მენეჯერი

მთლიანობაში 2013 წლის ლიმონათის საექპორტო გაყიდვები კომპანიამ 2012 წელთან შედარებით 9 პროცენტით გააუმჯობესა. მისი ზრდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებითა და ახალ ბაზრებზე შესვლითაა განპირობებული.

კომპანიაში ლიმონათს განიხილავენ ერთგვარ სავიზიტო ბარათად, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქართველოს ტრადიციებს წარმოაჩენს. ლიმონათის აქტიური მოხმარება ასევე აიხსნება პროდუქციის მაღალი ხარისხიათა და საექსპორტო ქვეყნებში სწორი მარკეტინგული აქტივობებით.

2014 წელს ექსპორტის მოცულობის მნშვნელოვანი ზრდა იგეგემება. საექსპორტო ქვეყნებს დაემატება ირანი და ბელორუსია.

„ქართული საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. მას ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის შემდეგ ღირსეული ადგილი უკავია. ლიმონათის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. კვლევები ადასტურებს, რომ საექსპორტო ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში „ნატახტარის ლიმონათს“ განკუსათრებული ადგილი უკავია ყოველდღიურობასა და დღესაწაულებზე. ასევე საამაყოა რომ საქართველოდან ექსპორტირებულ ლიმონათს შორის ლიდერის პოზიცია აქვს „ნატახტარის ლიმონათს““ - აღნიშნავს ნინო სურმავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100