ვაშაძე: 2012 წლის ხელისუფლების გადაცემა არ უნდა დარჩეს იზოლირებულ ეპიზოდად

"ქართული ოცნება პატრიოტიზმზე გველაპარაკება. არ ხართ ბატონებო თქვენ პატრიოტები", - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან მმართველ გუნდს.

მისი თქმით 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა საქართველოს ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს.

"პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს. პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, უკვე მზად არის, რომ ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი. პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენს ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს. ვისაც სჯერა, რო სასამართლო უნდა იყოს უმაღლესი ინსტანცია და ხალხის ნების გამომხატველი. ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქისთვის, ხელისუფლება არის მოქალაქისთვის და არა მოქალაქე - ხელისუფლებისთვის", - თქვა გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარი