სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უნდა მივეჩვიოთ კიდევ ერთი წელი პირბადით ცხოვრებას" - ნახეთ, რას ამბობს ამირან გამყრელიძე

დაცვის საუკეთესო საშუალება პირბადეა და იქ ქვეყანაში მკვიდრდება, როგორც აუცილებელი სატარებელი, როგორც დახურულ შენობებში, ისე გარე სივრცეებში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან იმ მთავარ პრევენციულ საშუალებებზე ისაუბრა, რომლებიც ამ დროისთვის ყველაზე ეფექტიანია. „ესენია: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანვა და დიდ შეკრებებზე უარის თქმა. აქედან ყველაზე მთავარი პირბადეა. უნდა მივეჩვიოთ კიდევ ერთი წელი პირბადით ცხოვრებას. მას ძალიან დიდი დამცველობითი უნარი აქვს“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100