სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 საათი გავიდა და არ დაურეკავს, რომ გაემარჯვა დარეკავდა - კობახიძე ნიკა მელიას

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებიდან 1 საათი გავიდა, თუმცა მას არ დაურეკავს.

"ერთი საათი გავიდა და არ დაურეკავს, რომ გაემარჯვა დარეკავდა, თუმცა ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, ის რომ ყოფილიყო კაცი თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა, რატომ ვერ გაბედა, იმიტომ, რომ იცოდა, რომ წააგებდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ

კობახიძის თქმით, თბილისის არცერთი უბანია არაა დათვლილი და შეიძლება მეორე ტურიც გაიმართოს, მათ შორის გლდანშიც, თუმცა მოგებასთან და წაგებასთან დაკავშირებით განცხადებას არ ცვლის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში ირაკლი კობახიძეს პირობა შეახსენა და თქვა, რომ მისი ნომერი მოიპოვა და დარეკვას თვითონ აპირებდა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ერთი მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი პოლიტიკიდან წავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემები შემდეგია:

ვის მიეცით ხმა დღევანდელ არცევნებზე :

ქართული ოცნება - 41%
ნაციონალური მოძრაობა 33%
ევროპული საქართველო 5%
ლელო 4%
გირჩი 3%
სტრატეგია აღმაშენებლი 3%
პატრიოტთა ალიანში 2%
მოქალაქეები 1%.
IPSOS–საფრანგეთის პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, გაერთიანებული ოპოზიცია 35%–ით პირველ ადგილზეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100