"ადამიანები გარდაიცვალნენ, რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო, ხანდახან მაინც დაიკიდეთ პოლიტიკა" – ნანუკა ჟორჟოლიანი გორში მომხდარ ავარიაზე

ჟურნალისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორტიარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გორში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს. ჟორჟოლიანი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პოლიტიკა ამ ტრაგედიას არ დაუკავშირონ.

„არავის გაგეგოთ ყურზე მოდებული ხმა, რომ ვინმე, რამეს იზიარებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ. ან, იმას რა მნიშვნელობა აქვს იმ სამარშრუტო ტაქსში ვინ ისხდნენ. ადამიანები გარდაიცვალნენ, რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო.

ოჯახის წევრებს ვუსურვებ ძალას, ტკივილს გაუძლონ. ახლა მხოლოდ იმის დროა, რომ ჩვენგან სიძლიერე და სიყვარული იგრძნონ, ვინცობთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.

ამ დროს ყველა სიტყვას იმხელა ძალა აქვს, სხვისი მორჩენა შეუძლია. ან, პირიქით. ამიტომ ხანდახან მაინც დაიკიდეთ პოლიტიკა. განსაკუთრებით თუ ვინმე გლოვობს, თორემ ბუმერანგია ეს ცხოვრება იცოდეთ,“- წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, შემზარავი ავარია გორში ,გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა დაშავებულია 11 ადამიანი. მიკროავტობუსისმგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.

კომენტარი