სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 შემთხვევა დაფიქსირდა

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი. (საერთო რაოდენობა 16904).

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2346 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100