სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი სიორიძე- “ქართული ოცნება” სოციალურ დახმარებას პოლიტიკური შეხედულების მიხედვით გაცემს”

“ლელოს” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგი გამართა და ხელისუფლების მხრიდან სოციალური დახმარების პოლიტიკური განწყობის მიხედვით გაცემას გამოეხმაურა.
გიორგი სიორიძის თქმით, შემწეობის იმედად დარჩენილ მოსახლეობას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათთვის გასაცემ შემწეობას მხოლოდ პოლიტიკური განწყობის მიხედვით საზღვრავს.

“დღეს ჩვენ გამოვეხმაურეთ იმ კატასტროფულ ვითარებას, რომელიც არის გურიის რეგიონში. არის სრული ქაოსი და განიკითხაობა, არსებობს არასწორი რეგულაციები მიზნობრივი სოციალური დახმარების განაწილებასთან დაკავშირებით. მოსახლეობის თითქმის 20% არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და ამას “ქართული ოცნება” იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მათი საარჩევნო მიზნების მისაღწევად,”-განაცხადა სიორიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100