სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი, გარდაიცვალა 66 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5574 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1310, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100