18 წლის ბიჭის მკვლელობა, რომელიც გიორგი კანდელაკის შვილის სახელს უკავშირდება – რატომ გადაიყვანეს მომაკვდავი ახალგაზრდა კლინიკიდან რეაბილიტაციის ცენტრში

გორში მომხდარ საბედისწერო ჩხუბში გარდაცვლილი, ერეკლე თედიაშვილის ადვოკატმა განცხადება გააკეთა.

თამარ თედიაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახს კითხვები აქვს სამედიცინო პერსონალთან.

მათთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მომაკვდავი პაციენტის რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა, სადაც 18 წლის მოზარდი ისე დამძიმდა, რომ სამკურნალო კლინიკაში უკან დააბრუნეს.

დღესვე ბრალდებული თარაშ კანდელაკის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება გორის რაიონულ სასამართლოში.

შეგახსენებთ, 9 ივნისს გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ერეკლე თედლიაშვილი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ წუხელ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვლა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.

მომხდარ ფაქტზე ბრალდებულია კრივში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი. ის სამართალდამცავებმა 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში“.

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 15 სექტემბერს არის ჩაინიშნული.

კომენტარი