სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გომის მთის გზიდან მანქანა გადავარდა - დაიღუპა 3 ადამიანი

გომის მთიდან შუახევისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილი გზიდან გადავარდა - მანქანაში მჯდომი 5 პირიდან 3 გარდაიცვალა, 2 დაშავდა.

გარდაცვლილთაგან ორი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია.
შემთხვევა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა", - წერია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100