ფოტო და ვიდეო მასალა მინსკიდან, სადაც აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა

გუშინ, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით კი 119.

კომენტარი