სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ჟვანია ლევან თოფაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ხეჩინაშვილის კლინიკიდან დღეს გაწერენ. ინფორმაციას ამის თაობაზე, სოციალურ ქსელში, ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინო ქადაგიძე-ჟვანია აქვეყნებს.

“დღეს ლევან თოფაძეს საავადმყოფოდან გაწერენ. მადლობა უფალს” – წერს ნინო ჟვანია.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟმა ბუსა ჟვანიამ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ერთი კვირის წინ დაჭრა. დაპირისპირების მიზეზი გოგონა გახდა.

სასამართლომ ბუსა ჟვანია წინასწარ პატიმრობაში დატოვა და ბრალიც დაუმძიმა. თუმცა გოგი თოფაძე პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100