სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში ხუთფეხა ხბო დაიბადა

ხაშურის რაიონში ანომალიური შემთხვევა მოხდა - ჩინჩალაძეების ოჯახში ხუთფეხა ხბო დაიბადა. ეს შემთხვევა სოფელ ბროლოსანში, 6 დღის წინ დაფიქსირდა.

მეხუთე კიდური ახალდაბადებულ ხბოს ყურთან აქვს. მართალია, იგი განუვითარებელია, მაგრამ გარეგნული დათვალიერებით, სრულყოფილია, რაზეც სახსრის აგებულებაც მიანიშნებს. ჩინჩალაძეებმა ხბო ვეტერინარსაც აჩვენეს, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მეხუთე კიდურს არ ჩავთვლით, ბოჩოლა სრულიად ნორმალურად გამოიყურება და ვითარდება - სხვა ბოჩოლების მსგავსად, იგი კარგად ჭამს და ოთხ კიდურზეც ნორმალურად დგება, თუმცა, როგორც მისი ასაკის ხბოებისთვისაა დამახასიათებელი, მყარ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს და დედას არ სცილდება.

ხაშური ამ მხრივ გამონაკლისი არ არის - ხუთფეხა ხბოების დაბადების ფაქტი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით რუსეთის რეგიონებში გახშირდა, თუმცა, საქართველოში მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100