„ჩემო კახა, ციხისკენ მიმავალ გზაზე სულ „პროწივით“ უნდა გატაროთ, ქუსლიანი ფეხსაცმელი თავად შეარჩიე“

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახა კალაძეს მიმართავს. ის წერს, რომ კალაძე ციხისკენ მიმავალ გზაზე უკონდიციონერო ყვითელი ავტობუსითა და სასურველი ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა ატარონ.

„ჩემო მერო, ჩემო კახა, კარლოევიჩ!

ციხისკენ მიმავალ გზაზე, საქალაქო სასამართლოდან გეგუთამდე სულ „პროწივით“ უნდა გატაროთ, უკონდიციონეროდ ყვითელი ავტობუსით და ნიღბით! უი, ქუსლიანი ფეხსაცმელი თავად შეარჩიე“, – წერს მაქარაშვილი.

კომენტარი