„ცხედარი ისეთ დღეში იყო, თით­ქოს სა­დღაც „შე­ბო­ლეს“– ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, მედიასთან საქმის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უნდობლობას უცხადებს გამოძიებას. ამის მიზეზად კი დღემდე დაუკითხავ პიროვნებას ასახელებს, რომელმაც კომპიუტერი გახსნა და შვილის სავარაუდო საშიში სამსახურის შესახებ შეატყობინა.

„და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, არა­ვის არ ვუ­ცხა­დებ უნ­დობ­ლო­ბას, არც ამ მთავ­რო­ბას, არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

მე უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ გა­მო­ძი­ე­ბას. და­ი­კი­თხოს ის პი­როვ­ნე­ბა, ღამე სამ სა­ათ­ზე რომ მითხრა, კომპიუტერი გავ­ხსე­ნით და შენი შვი­ლი ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყოო.

ახლა რომ იძა­ხი­ან არ არის გახ­სნი­ლიო. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი რომ იყო გუ­შინ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, ერთი ამ­ბა­ვი იყო, კი­ნა­ღამ შე­ჭა­მეს კაცი. რა­ტომ იყო გახ­სნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რი?!ცხე­და­რი რომ ვნა­ხე ისეთ დღე­ში იყო, თით­ქოს სა­დღაც „შე­ბო­ლეს“. ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავს, დღემ­დე შოკ­ში ვარ.

და­ხუ­რულ სივ­რცე­ში აწე­ულ შუ­შებ­ში, ასე­თი რა­ღაც არ ხდე­ბა. ჩემ გუ­ლის­ტკი­ვილს არა­ვინ უს­მენს. ერთი სიტყვა წა­მომ­ცდა დნმ, რაც ად­რეა“, – გა­ნა­ცხა­და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

კომენტარი