ვინ ცდილობდა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის ერთადერთი ვიდეო-მტკიცებულების გაყიდვას - ახალი დეტალები

შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალური დეტალები - საქმის მასალების 20-ე ტომში დევს ნუგზარ ოთარაშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ იგი იმ ვიდეო მოწყობილობის გაყიდვას აპირებდა, რომელზეც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის მთავარი მტკიცებულება ინახებოდა. საუბარია რესტორან "ელდორადოს" კამერებზე

რესტორანი, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს, არაგვის ხიდთან, "ქებაბ ჰაუსის" ადგილას მდებარეობს. სავარაუდოდ, საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს "მერსედესისა" და "ტოიოტა ქამრის" არაგვის ხიდზე მისვლა და შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებზე თავდასხმა.

წყარო: "მთავარი არხი".

კომენტარი