სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ულამაზესი გოგო 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა.ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას…მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი" – სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ქუთაისში 23 წლის გოგოს მკვლელობას, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არცერთი მეზობელი არ დაეხმარა.

მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!

მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს“, – წერს სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100