საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში Covid-19-ის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1049-ს შეადგენს.
აქედან გამოჯანმრთელებულია 903 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5534, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 267, ხოლო გარდაცვლილია 16 ადამიანი.

კომენტარი