სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დატოვებული ავტომობილი და გამოსამშვიდობებელი წერილი - მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა.

მტკვარში სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე 31 წლის ქალის ავტომობილი ნახეს. როგორც ცნობილია, დაკარგული ახალგაზრდა ქალი ვანიდან საკუთარი ავტომობილით წამოვიდა. ავტომანქანაში კი გამოსამშვიდობებელი წერილი იდო.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100