ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი შეიყვანეს - პაციენტი 41 წლისაა და მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19 ინფიცირებული ერთი პაციენტი მოათავსეს.
ინფიცირებული 41 წლისაა და მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქუთაისის კლინიკაში ბათუმის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

ამ დროისთვის კლინიკას 43 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 908 შემთხვევაა, აქედან 761 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269.

კომენტარი