სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - 4 დაშავებულს შორის არასრულწლოვანიც არის

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით, ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მანქანაში იმყოფებოდა ერთი არასრულწლოვანიც - ის არ დაშავებულა. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100