კაცი 40 ადამიანის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ნიგერიის პოლიციამ 40 ადამიანის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ დანგორას მოსახლეობამ კაცი მას შემდეგ დაიჭირა, რაც ის ერთ-ერთმა ქალმა თავისი შვილების საძინებელში აღმოაჩინა. კაცმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მეზობლები გაეკიდნენ, დაიჭირეს და პოლიციას გადასცეს.

გაუპატიურებების სერია ქალაქში 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 10 წლის ასაკის ბავშვი და 80 წლის ქალი იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ამბობს, რომ ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მშვიდად დაიძინებენ.

კომენტარი