"მიტოვებულ ბაღებში ნაპოვნი ხილით ვიკვებებოდი" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც შიმშილის გამო საავადმყოფოში მოხვდა?

სოციალურ ქსელში ქართველი მსახიობი შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს. ცნობილი ხდება, რომ ბოლო პერიოდი ის მხოლოდ მიტოვებულ ბაღებში ნაპოვნი ხილით იკვებებდა
მაია შენგელია შიმშილის ნიადაგზე საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ხვალ გამთენიას სალაშქროდ ვემზადები... ორი წლის წინ, როცა უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავი და შიმშილის ნიადაგზე საავადმყოფოშიც კი მოვხვდი, გაჭირვებამ მიკარნახა და ადამიანების მიერ სხვადასხვა მიზეზით მიტოვებულ ხეხილის ბაღებს ჩამოვუარე. ყოველ დღე მომქმონდა სახლში სხვადასხვა ხეხილის შეთვალული ნაყოფი. დიდი ხნის მანძილზე ეს იყო ჩემი ერთადერთი საკვები. ბედად იმ წელიწადს ყველაფერს უხვად ესხა.

შარშან ოდნავ, სულ ოდნავ გამომიკეთდა მდგომარეობა და თითქოს ბუნებამაც იგრძნოო, ერთი კაკალი არაფერს ება. აღარ მეგონა თუ ოდესმე კიდევ დამჭირდებოდა ლაშქრობები მიტოვებულ ბაღებში. ჩემს ირგვლივ ყველას გაუჭირდა. რომ არა უბრალო ადამიანები, დღემდე ვერც მოვაღწევდი. ჩემმა მეგობარმა მწერლებმა სიტყვა შემაწიეს იმ პირებთან, ვისაც რაიმე დახმარების აღმოჩენა ხელეწიფებათ.

მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ჩინოვნიკურ პროცედურებს დრო სჭირდება, შიმშილი კი ულმობელი რამეა. ჰო და დროა სალაშქოდ გავემზადო. თვალიც კი არ შემივლია ხეებისთვის და წარმოდგენა არ მაქვს რაიმეს მოვინადირებ თუ ვერა. კიდევ კარგი, რომ ხეებს მაინც არ ემართებათ კორონა ვირუსი" - წერდა მსახიობი.

დღეს, რამდენიმე წუთის წინ კი მაია შენგელიამ სოციალურ ქსელში ასეთი პოოსტი გამოაქვეყნა:

ორი დღის წინ, როცა ჩემი გაჭირვების ამოძახილი სტატუსად გამოვაქვეყნე, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ჩემს გამო ამდენი ადამიანი შეწუხდებოდა. უღრმესი მადლობა სოლიდარობისათვის, იმისთვის, რომ თავად მოიკელით ისედაც მწირი შემოსავალი და გამიზიარეთ! ღმერთმა დაგლოცოთ!

დიდი მადლობა ზღვისუბნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს ქ-ონ თამარ ტალიაშვილს და მისი ბიუროს თანამშრომლებს, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილეს, რომელმაც პროდუქტები შემომაშველა! ვისურვებდი რომ აღასოდეს დასჭირვებოდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პროდუქტებით დახმარება! და რა თქმა უნდა ჩემს მწერალ მეგობარს შოთა იათაშვილს, ვინც რეკომენდაცია გამოწია ქალაქის საკრებულოში, პროზაიკოს ირაკლი შამათავას, ვინც ხმა მიაწვდინა ნაძალადევის გამგეობას! ინტერნეტ გამოცემებს, ვინც ჩემი გასაჭირის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადეს, უღრმესი მადლობა! ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!

დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შომდგომ ქვეყნის ხელისუფლება (სულ ერთია რომელი პარტიის წარმომადგენლები!) შეიმუშავებს ქმედით პროგრამას სიღატაკის დასაძლევად და საქართველო მართლაც გახედება ერთიანი, დემოკრატიული, ინდუსტრიული, აყვავებული ქვეყანა! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე!!




კომენტარი