სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოკისმომგვრელი ავარიის ვიდეო - ძლიერი შეჯახების შედეგად ბავშვი დარტყმამ ფანჯრიდან გაისროლა

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი მანქანის ფანჯრიდან სავალ ნაწილზე გადავარდა. ადგილობრივი მედია ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა, თუ როგორ ცდილობს მიკროავტობუსის მძღოლი წესების დარღვევით მობრუნებს. ამ მომენტში მას სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა.

პატარას გადარჩენა თვითმხილველმა მოახერხა, რომელმაც ბავშვი სავალი ნაწილიდან გაიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100