ბოლნისში მოკლული ახალგაზრდა ბიჭი სახლში გადაასვენეს - უმძიმესი კადრები

ქვემო ბოლნისში მოკლული 32 წლის კაცი საკუთარ სახლში. გადაასვენეს. ადგილზე ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. უმძიმეს კადრებს სოფელ ქვემო ბოლნისიდან "მთავარი არხის" ავრცელებს.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ქვემო ბოლნისში მოხდა, ვინ და რატომ გაუსწორდა მამაკაცს უცნობია.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მკვლელობის ღამით მამაკაცი მეგობართან იმყოფებოდა. თუმცა, არ იციან რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ახალგაზრდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აქვს.

კომენტარი