სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები თბილისის მეტროში

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. ახალი გადახდის აპარატები საქართველოს ბანკმა დაამონტაჟა, აპარატების მუშაობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით და მგზავრთანაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებს და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრების და მექანიკური დაზიანებებისგან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. სწორედ აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ ინვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვის და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე და მარტივი გადახდის საშუალებები.

„საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის არაერთ საშუალებას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობას და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები, ამის დასტურად მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველა“-ზე დამონტაჟდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების გადახდების აპარატები, რაც მგზავრს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაიხადოს მეტროში მგზავრობის საფასური. 2017 წლის ბოლომდე, ყველა მეტროს სადგურზე ეტაპოვრივად დამონტაჟდება ახალი გადახდის აპარატები. საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რაც შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს:

· თბილისისმეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;

· მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით;

· შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით;

· დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება;

· „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტოკომპანიას“ ავტობუსების მართვის და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს.

კომენტარი