სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დანით დაჭრა

სამხრეთ ჩინეთში, ვანფუს ოლქის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Globaltimes წერს.

დაშავებულია 37 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. ორი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

50 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი