ნახეთ, რა მოხდა ძლიერი ქარის შედეგად გორში

ძლიერმა ქარმა გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომანქანა დაზიანდა.

ამასთან, ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ დააზიანა კიდევ რამდენიმე კორპუსზე, ჩოჩიშვილის ქუჩაზე კი მანქანას ხე დაეცა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. უკვე შექმნილია დროებითი კომისია რომელიც ზარალს შეისწავლის.

სტალინის ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსზე სახურევი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული.

კომენტარი