მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია.

ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

მეწყერი რამდენიმედღიანმა წვიმამ გამოიწვია.

კომენტარი