შემზარავი ამბავი მოხდა დღეს თბილისში - 17 წლის გოგომ სახლის პირობებში იმშობიარა და ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო

შემზარავი შემთხვევა თბილისში - "ტვ პირველის ინფორმაციით", დედამ ახალშობილი გადააგდო. მიტოვებული ჩვილი დილით გარდაცვლილი ნახეს. ცნობილია ის, რომ დედა არასრულწლოვანია.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები მოსახლეობა ქალის ყვირილმა გააღვიძა, სწორედ ამ ქალბატონმა იპოვა გარდაცვლილი ჩვილი.
ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანმა დედამ საკუთარი სახლის ფანჯრიდან ბავშვი ქუჩაში გადააგდო. არსებული ინფორმაციით, გოგონა 17 წლისაა. მან სახლის პირობებში იმშობიარა და ბავშვის თავიდან მოშორების მიზნის ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო .

კომენტარი