სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრ სახლთან მიმდინარე, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპროტესტო აქციის დროს დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, სადაც მან საათზე ნაკლები დრო გაატარა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ.

ამასთან, ვაშინგტონის მერის განცხადებით, საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 23:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100