ფლორიდაში აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მუხლმოდრეკთი მიაგეს პატივი

ფლორიდის შტატში, მაიამი დეიდის ოლქში აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა ერთად მუხლმოდრეკთი მიაგეს პატივი რამდენიმე დღის წინ მინიაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

ინფორმაციას, ფოტომასაალასთან ერთად, „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, პოლიციელები კი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


კომენტარი