ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მუნიციპალიტეტში საკვლევად გუშინ 122 მასალა იქნა აღებული, მათგან 111 სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 კი ქალაქ ბოლნისში.
კორონავირუსი მხოლოდ ორ პირს დაუდასტურდა. ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება

კომენტარი