სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია: ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას, თუმცა, მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ჯარიმებისა არის გადასახედი, ჩვენ ამას გავაკეთებთ

ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების პრევენციის შემაკავებელი ძალა უბრალოდ, არ იმუშავებს , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დეპუტატის კითხვას, ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, შესაძლოა ჯარიმების ნაწილი გადაიხედოს.

"ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს გამოვიყენეთ საკმაოდ ეფექტურად, განსაკუთრებით, მას შემდგომ, როცა, რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაწესებული, იყო 9000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არ არავინ არ იცის ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ჯარიმების შემდგომისთვის არის გადასახედი, ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად გვესმის რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს, დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს", - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100