მოსკოვში კაცმა ბანკში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა - სპეცოპერაციის შედეგად, პირი დააკავეს

მოსკოვის ცენტრში კაცმა ერთ-ერთ ბანკში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ Meduza ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცმა განყოფილების გარის ჩაკეტვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფეთქების მოწყობით დაიმუქრა. განსხვავებულია ინფორმაცია მძევლების რაოდენობის შესახებ. სხვადასხვა სააგენტო 5 ან 6 მძევლზე წერს.

ცოტა ხნის წინ კი შეიარაღებული მამაკაცი, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

“სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დააკავა მამაკაცი, რომელიც შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მას თან ჰქონდა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები“, - განუცხადეს „ტასს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ბანკში ერთი პირი იყო შეჭრილი.


კომენტარი