სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება" - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის თქმით, საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც.

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100