წვიმა-ელჭექით, სეტყვა, ქარი - როგორ ამინდს უნდა ველოდოთ დღის ბოლომდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 13 მაისს, საქართველოში ამინდი გაუარესდება.

მათი ცნობით, მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი