"ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა" - ნახეთ, რა განცხადებას აკეთებს საფრანგეთში მოღვაწე პედიატრი

პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრის, ეკა კუციას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ბავშვებში სუნთქვის გაძნელებას და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა - მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი, რომელიც 3 დღეზე მეტი გრძელდება, ნუ დაელოდებიან კარანტინის მოხსნას და ექიმს დროულად მიმართონ“, - აღნიშნა პედიატრმა.

კომენტარი