სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოხუცთა ჰოსპისში გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში ჰოსპისში, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მოსკოვთან ახლოს, ქალაქ კრასნოგორსში მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევის დროს შენობაში 37 ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 9 დაშავებული საავაადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 6 რეანიმაციაში მოათავსეს.

წინასწარი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი წყლის გაუმართავი გამათბობელი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100