სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალის სექსუალურობა მის სისხლის ჯგუფზე ყოფილა დამოკიდებული

მეცნიერები კიდევ ერთ დასკვნამდე მივიდნენ: ქალის ფერტილურობა (ორგანიზმის უნარი, წარმოქმნას შთამომავლობა) და სექსუალურობის, ტემპერამენტის ხარისხი მის სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული.

ექსპერიმენტში რეპროდუქციულ ასაკში მყოფი 563 ქალი მონაწილეობდა. მათგან ყველას ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ანალიზებმა ცხადყო, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ქალების ფერტილურობა ორჯერ უფრო დაბალი იყო სხვებთან შედარებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ქალებში ჩასახვის პროცესი ორჯერ უფრო გართულებულია. ამასთან, პლანეტის 44%-ს სწორედ პირველი ჯგუფის სისხლი აქვს.

სისხლის ჯგუფების სექსუალურობასთან დაკავშირებისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პირველი ჯგუფის სისხლის ქალები „მხურვალე“ ტემპერამენტის მქონენი არიან, მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ქალებს მათ „გაწონასწორებული ტემპერამენტის“ ქალები უწოდეს, ხოლო ყველაზე მგზნებარე და სექსუალურ ქალებად ისინი დასახელდნენ, ვის ძარღვებშიც მეოთხე ჯგუფის სისხლი ჩქეფს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100