სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება ანა მარგველაშვილსა და მომღერალ TL-ს შორის?

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა, ქართველ პოლიტიკოსთა შვილებს შორის ყველაზე ხმაურიანი გოგონაა. ნასვამ მდგომარეობაში სიმღერისა და ცეკვის შემდეგ ანას გარშემო ახალი ხმაური ატყდა, ამბობენ, რომ მას მომღერალ TL-თან (ლევან ჩიჩუა) რომანი აქვს.

ანა და ლევანი ხშირად ჩნდებიან ერთად კლუბებსა და კაფეებში, ზღვაზეც ერთად ისვენებდნენ, პლიუს ინტერნეტში მათი საერთო ფოტოები გავრცელდა და ეს ყველაფერი მათი სასიყვარულო ისტორიის შესახებ ჭორის გაჩენის მიზეზი გახდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დრონი.ჯი მომღერალ TL-ს გაესაუბრა.

„მეც გავიგე ეს ჭორი და ძალიან სასაცილოა, ანა მარგველაშვილი არის ჩემი და და ჩემსა და მას შორის არასდროს არაფერი იქნება, რადგან ბავშვობიდან ვიცნობ და ჩემი უსაყვარლესი მეგობარია, ეს მხოლოდ ბინძური ჭორია და დაწყნარდით ყველაფერი კარგადაა“ - განაცხადა დრონი.ჯისთან საუბარში T.L-მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100