სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უამრავმა მოზარდმა მართვის მოწმობა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღო

აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მართვის მოწმობა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე 19 483-მა მოზარდმა მიიღო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ამ გზით შტატის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემა მოაგვარა, რადგან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, პრაქტიკულ გამოცდას ათასობით ადამიანი ვერ აბარებდა.

მსგავსი მეთოდის გამოყენებას ვისკონსინის შტატშიც აპირებენ, სადაც გამოცდის ჩაბარებას 16 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება. თუმცა ორივე შტატში მძღოლები გამოცდის გარეშე მოწმობის მისაღებად გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ჯორჯიაში მათ მოსწავლის მართვის მოწმობა 1 წლის და 1 დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ და არანაირი დარღვევა. ვისკონსინში ეს ვადა 6 თვეს შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100