ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტირდა

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტირდა.

კლინიკის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქუთაისის ინფეციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთო ჯამში კლინიკამ ლაბორატორიიდან 20 ბიოლოგიურ ნიმუშზე მიიღო პასუხები, მათგან 19 უარყოფითია. მათ შორისა კლინიკის 3 ექიმის გეგმიური კვლევის შედეგებიც.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათისგანმავლობაში ცხელებით 15 პაციენტი შევიდა, ყველა მათგანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში - 5107 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 534 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

კომენტარი