ძიძები და ფიზიკურ პირებთან მომუშავე სხვა პირები დახმარებას ვერ მიიღებენ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას თქმით, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, რომლებმაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამუშაო დაკარგეს, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

ასეთი ადამიანები არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ.

„იმ შემთხვევაში, თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარი