მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მკვლელობა სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდა.

კომენტარი